საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ

 

ძვირფასო სტუდენტებო, იურიდიული   ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებას და გაახლებთ დეტალურ 
ინფორმაციას მიმდინარე სემესტრის აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებით. 

 


• პირველსემესტრელთა სალექციო მეცადინეობების ცხრილი იურიდიული ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება - 8 სექტემბერის 17:00 საათზე;
• სასწავლო მეცადინეობების სრული ცხრილი იურიდიული ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება - 12 სექტემბერის 17:00 საათზე;
• სალექციო ნაკადებზე აკადემიური რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება  - 14 სექტემბერის 18:00 საათიდან;
• სხვა ფაკულტეტის სტუდენტები  იურიდიული  ფაკულტეტის  საგნებზე  რეგისტრაციას შეძლებენ - 15 სექტემბერის 15:00 საათიდან;
• სტუდენტთა მოთხოვნისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით საგნებზე ადგილები დაემატება - 15 სექტემბერის 17:00 საათიდან;
• სამუშაო ჯგუფების (სემინარები) ცხრილი ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება - 21 სექტემბერის 17:00 საათზე;
• სამუშაო ჯგუფებზე (სემინარები) რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება - 23 სექტემბერის 17:00 საათიდან;
• უცხო ენებს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ირჩევენ სამუშაო ჯგუფებთან ერთად - 23 სექტემბერის 17:00 საათზე. 

 

ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა 14 სექტემბერის 18:00 საათზე გაიხსნება ერთდროულად.
არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე. 


გახსოვდეთ,  რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „primo in tempore, potior in iure“  (დროში პირველი,  უფლებაში უპირატესი).   თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე,   გთხოვთ, საგნის გასწვრივ განაცხადის საშუალებით გამოაგზავნოთ შესაბამისი საგნის მოთხოვნა.  ლექციების დამთხვევებისა და სხვა პრობლემების შემთხვევაში უნდა მოგვწეროთ  კორესპონდენციიდან, კატეგორია - ,, აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“.  

 


•    იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად მოგმართავთ თხოვნით გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის (უპირატესად ტელეფონის ნომრის) სისწორე, რათა შეძლოთ  ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფომაციის დროული მიღება.
•    სტუდენტებს, რომელთაც სურთ საგნის გაუმჯობესება, შეუძლიათ მოგვმართონ ამის თაობაზე Lms.tsu.ge- დან მიმდინარე წლის 14 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ შესაბამისი ადგილი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება (15-16 სექტემბერს) და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 16 სექტემბრისა.
•    დამატებით სემესტრთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ lms.tsu.ge-ზე კორესპონდენციიდან, კატეგორიიდან - ,,დამატებით სემესტრზე რეგისტრაცია“. განაცხადების დამუშავება მოხდება   მიმდინარე წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. 


 გისურვებთ  სასურველი  ინდივიდუალური  ცხრილის  შედგენას!
 

თარიღი: 08/09/2022